სერგეენკოს და ციხელაშვილის გადაწყვეტილება - საქმის შესასწავლად საქართველოში FBI-ის საგამოძიებო ჯგუფია ჩამოსული
loader

Breaking news

სერგეენკოს და ციხელაშვილის გადაწყვეტილება - საქმის შესასწავლად საქართველოში FBI-ის საგამოძიებო ჯგუფია ჩამოსული

  • სერგეენკოს და ციხელაშვილის გადაწყვეტილება - საქმის შესასწავლად საქართველოში FBI-ის საგამოძიებო ჯგუფია ჩამოსული

თბილისი: საქართველოში FBI-ის საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას სწავლობს. საქმე ეხება C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიცემა და მკურნალობას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს.

წლების განმავლობაში მედიკამენტები მხოლოდ თბილისში გაიცემოდა და მისი გაცემა მხოლოდამხოლოდ პაციენტზე შემდეგნაირად ხორციელდება - პაციენტი მიდის დანიშნულების ადგილზე, აწვდის პირადობის დამადასტურებელ ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რის შემდგომაც ხდება პაციენტის ბაზაში გადამოწმება, სპეციალურ ფურცელზე (ე.წ. მიღება-ჩაბარების მსგავსი დოკუმენტი) ხელმოწერის შემდეგ კი მედიკამენტი გაიცემა.

რამდენიმე წლის მანძილზე იყო შეთავაზება, რომ მედიკამენტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ავადობის მატარებელ პაციენტებზე ადგილზე გაცემულიყო, თუმცა მაშინ ეს საკითხი სერგეენკოს მოადგილის ვალერი კვარაცხელიას დაჟინებული მოთხოვნით არ განხორციელდა და მედიკამენტების მისაღებად პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. ოსეთიდან თბილისში ჩამოდიოდნენ. 

რამდენიმე ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ლობირებით მოხდა კონკრეტულად C ჰეპატიტისა და აივ ინფექციების მედიკამენტების ოკუპირებულ აფხაზეთში გატანა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მედიკამენტები ოკუპირებული ტერიტორიის გავლით ნაწილი რუსეთში გაიყიდა, შემდეგ მისი შავ ბაზარზე გაყიდვა მოხდა ევროპაშიც. წყაროს თქმით, სამკურნალო კურსისთვის საჭირო მარაგი ასიათასობით დოლარად გაიყიდა.

მონიტორინგის ჯგუფმა შეტყობინების მიღების შემდეგ მიმართა სწორედ ამერიკულ მხარეს და ამ დროისთვის საგამოძიებო ჯგუფი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება, სადაც მთელი ამ პროგრამის მოქმედების სისწორეს და ხარვეზებს სწავლობს.

FNI-ის წყაროს ცნობით, საგამოძიებო ჯგუფი უკვე შეხვდა მინისტრ სერგეენკოს, მასთან გასაუბრება წარიმართა იმასთან დაკავშირებით, რატომ ხდებოდა შავ ბაზარზე ამ მედიკამენტების გატანა. ჯანდაცვის მინისტრმა გაუსაბრებაზე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მის ზურგს უკან ხდებოდა.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვინ აკონტროლებს ჯადაცვაში ე.წ. მაფიას, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით მონოპოლიზირებულია. 

რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს, მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა, მაგრამ რა შეთანხმებას მიაღწია მათთან, ჩვენთვის უცნობია, თუმცა მისმა ამ გადაწყვეტილებამ და შემდგომ ლობირებამ შესაძლოა, საქართველოს არამარტო კონკრეტულად ჯანდაცვის მიმართულება ჩააგდოს უხერხულ სიტუაციაში, არამედ მთელი სახელმწიფო დააყენოს დარტყმის ქვეშ.

სამთავრობო კულუარებში ამ საკითხს ძალიან აქტიურად განიხილავენ, მაგრამ  საგულდაგულოდ მალავენ, თუმცა ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ვერ დაიმალება თუნდაც ამ საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლების ქვეყანაში ყოფნის საკითხი. 

Front News დაუკავშირდა ამერიკულ მხარეს, სადაც განაცხადებს, რომ მათი პოზიცია აუცილებლად იქნება როგორც FBI-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ასევე ძიების რეზულტატი აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. 

C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია "გილეადის" მხარდაჭერით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე