"თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს"
loader

Breaking news

"თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს"

  • თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს

თბილისი: "მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს“, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი) დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

მეუფე იობი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

"შეიძლება ეს გადაწყდეს, რომ გარეჯის უდაბნო, რომელსაც არანაირი საშიშროება არ ემუქრება, დარჩეს საქართველოს და იტყვის სახელმწიფო, რომ აი, ჩვენ მოვაგვარეთ, დავით გარეჯაზე ხომ გქონდათ პრობლემა, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე. აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება. მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს", - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იობის თქმით, დავით გარეჯის უდაბნოში არსებული სადაო ტაძრის გარდა, საქართველომ უნდა მოითხოვოს ჰერეთის დაბრუნება.

"ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა,“ - განაცხადა მეუფე იობმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე