"იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი"
loader

Breaking news

"იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი"

  • იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში რაც არის ყოვლად დაუშვებელი

თბილისი: მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.

როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს ბევრი განსაცდელი ჰქონია, მაგრამ ღვთის ნებით, ის დადებითად გადაწყვეტილა საქართველოს სასარგებლოდ.

"დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს გვართმევენ. წართმევა უნდათ, მაგრამ გააზრებულიც კი არ აქვთ, რას აკეთებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე.

ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს. საქართველოსია ის, მაგრამ აქ დავით გარეჯას არანაირი პრობლემა არ ექმნება, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე, აქ საუბარია მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი).

დავით გარეჯში იმყოფებოდნენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები. ტაძრამდე მრევლი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე