პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
loader

Breaking news

პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

  • პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

თბილისი: პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დაპირისპირება პარიზის სამხრეთ ნაწილში, მონპარნასის ბულვარში მოხდა. დაკავებულია 88 ადამიანი.

ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, პირველი შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა ლიონში, სადაც მანიფესტაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეებმა პოლიციას საღებავი ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შრომის დღეს პარიზში საპროტესტო მსვლელობას პროფკავშირები და მოძრაობა "ყვითელი ჟილეტები“ მართავენ.

უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე