ევროკავშირი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
loader

Breaking news

ევროკავშირი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  • ევროკავშირი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

კიევი: საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ვენესუელაში კრიზისის დაძლევის მხოლოდ პოლიტიკური, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა არსებობს.

მისივე თქმით, ევროკავშირი ვენესუელელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"ევროკავშირი მტკიცედ დგას ვენესუეელი ხალხის და მისი კანონიერი დემოკრატიული მისწრაფებების მხარეს. ევროპული გაერთიანება ვენესუელის კონსტიტუციის შესაბამისად სამართლიანი არჩევნების გზით ვენესუელაში კანონის უზენაესობის და დემოკრატიის აღდგენისთვის კლავაც ყველაფერს გააკეთებს. 

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და ვიმეორებთ, რომ კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პოლიტიკური, მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესია", - აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე