სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება
loader

Breaking news

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება

  • სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება

თბილისი: სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მახათას მთაზე საფუძველი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ჩაეყარა. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით შენდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს. პროექტის პირობები და მიზნები სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცნეს.

ინიციატივის მიზანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ოფიცრებსა და კაპრალ-სერჟანტებში მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო სამსახურში მყოფი გამოცდილი და პერსპექტიული პირადი შემადგენლობის შენარჩუნებას.

პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება 2019 წელს, ხოლო შემდგომი ეტაპი დაახლოებით 2022 წელს დაიწყება. ბინების მშენებლობა ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.

2019 წლის „ამხანაგობაში“ გაერთიანების შესაძლებლობა ექნებათ: გენერლებს, პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებს, მაიორებს, მთავარი სერჟანტისა და მასტერ-სერჟანტის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროდან არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართები. წელს პროექტში ჩაერთო და უკვე დარეგისტრირდა 650-მდე სამხედრო მოსამსახურე.

საცხოვრებელი ფართების განაწილება შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: ოჯახი/სამხედრო მოსამსახურე (უშვილო) – 50 მ2; ოჯახი და ერთი შვილი – 50 მ2; ოჯახი და ორი შვილი – 80 მ2; ოჯახი და სამი შვილი – 110 მ2.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე