უკრაინის ცსკ-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა
loader

Breaking news

უკრაინის ცსკ-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა

  • უკრაინის ცსკ-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა

კიევი: უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. არჩევნებში პარტია „ხალხის მსახურის“ კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 73,22%-ით გაიმარჯვა, პეტრო პოროშენკომ კი 24,45% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ცესკო-მ არჩევნების ოფიციალური შედეგები კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს გამოაქვეყნა.

მანამდე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ცსკ განზრახ აჭიანურებდა, რადგან ინაუგურაციის 27 მაისის შემდეგ დანიშვნა სურდა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უკრაინის პარლამენტის დათხოვნის უფლება აღარ ექნება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე