იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს
loader

Breaking news

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს

  • იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს

კიევი: იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს. ამასთან დაკავშირებით იაპონიაში უნიკალური რელიგიური და სამოქალაქო ცერემონიები იმართება. პირველი მაისიდან იაპონიის იმპერატორი აკიჰიტოს უფროსი შვილი, 59 წლის ნარუჰიტო გახდება.

ზუსტად შუაღამეს იაპონიაში დასრულდება აკიჰიტოს 30-წლიანი მმართველობა, რომელიც ცნობილია „ჰეისეის“ სახელით, რაც „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს და დაიწყება ახალი საიმპერატორო ერა სახელად „რეივა“ – „ლამაზი ჰარმონია“.

85 წლის აკიჰიტო ბოლო 200 წლის განმავლობაში იაპონიის პირველი იმპერატორი გახდა, რომელიც ტახტიდან ნებაყოფლობით გადადგა. მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა და მიზეზად თავისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია, თუმცა ოფიციალური მოვალეობების ფარგლებში მაღალი დონის ვიზიტების დროს უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. ასევე ასრულებს რელიგიურ ცერემონიებსაც.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე