"არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას დროის ფუჭად დაკარგვას, უკრაინელებმა კარგად იციან რუსული პასპორტის ფასი"
loader

Breaking news

"არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას დროის ფუჭად დაკარგვას, უკრაინელებმა კარგად იციან რუსული პასპორტის ფასი"

  • არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას დროის ფუჭად დაკარგვას უკრაინელებმა კარგად იციან რუსული პასპორტის ფასი

კიევი: უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვალდიმირი ზელინსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას პასუხობს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პასპორტის გამარტივებული წესით მიღებას არა მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები, არამედ ყველა უკრაინელი შეძლებს.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელების უმეტესობას ეს შეთავაზება არ მოხიბლავს.

"რუსეთის ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე. შეიძლება, აღმოჩნდეს ვინმე, რომელიც დღემდე რუსეთის პროპაგანდის ქვეშაა. შეიძლება, ზოგიერთმა ეს შემოსავლის მიღების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ ვლადიმირ პუტინს უკრაინის იმ მოქალაქეების სია, რომლებიც ცოტა ხანში არაკომფორტულად იგრძნობენ თავს იმ ქვეყანაში, რომელსაც ცინიკურად ძარცვავდნენ და თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. ამის შემდეგ რუსეთმა თავად გადაწყვიტოს, სად უფრო საჭიროები არიან ასეთი „პროფესიონალები“ – როსტოვში თუ მაგადანში“, – წერს უკრაინის არჩეული პრეზიდენტი.

ამასთან, ზელენსკი პირობას დებს, რომ „უკრაინა არ იტყვის უარს თავის მისიაზე და დარჩება სამაგალითო დემოკრატიად პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

"ამ მისიის ნაწილი იქნება ყველა იმ ადამიანის დაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ თავშესაფარს მივცემთ და დავეხმარებით ყველას, ვინც მზადაა, ჩვენს მხარდამხარ იბრძოლოს, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ერის წარმომადგენელს, ვინც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმებისგან იტანჯება. პირველ რიგში ეს ეხება რუსებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად იტანჯებიან“, – წერს ზელენსკი.

პუტინისადმი მიმართვაში ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ის მზადაა დიალოგისთვის და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, თუმცა ზელენსკის თქმით, „ეს მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ მოხდება“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე