სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
loader

Breaking news

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

  • სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

თბილისი: ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.

გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. 

გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.

მსახურების შემდეგ ტაძარში საგალობელი – ღვთისმშობლის დატირება შესრულდა.

დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე