"რუსეთი დონბასში სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარის რეალიზაციას ახდენს"
loader

Breaking news

"რუსეთი დონბასში სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარის რეალიზაციას ახდენს"

  • რუსეთი დონბასში სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარის რეალიზაციას ახდენს

თბილისი: რუსეთი დონბასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარის რეალიზაციას ახდენს, – ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. 

პოროშენკომ სპეციალური ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული დონბასის მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესი გაამარტივა.

როგორც პოროშენკო აცხადებს, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას ამზადებს, რაც დონბასის ანექსიას ან უკრაინაში რუსული ანკლავის შექმნას ითვალისწინებს.

"პუტინს მინსკის შეთანხმების გაუქმება სურს. ამასთან ერთად მოსკოვს სანქციების გაუქმების იმედი აქვს. რუსული პასპორტების უკანონო დარიგება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარით, ეს არის პუტინის მცდელობა გაამართლოს და დააკანონოს რუსეთის სამხედროების ყოფნა დონბასის ოკუპირებულ ნაწილში. მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, არ დაუშვან მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება. მათ უნდა დაგმონ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და გააძლიერონ საერთაშორისო სანქციები“, – განაცხადა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის განხილვას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მოითხოვს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე