ცსკ-ის საბოლოო მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,22%-ით გაიმარჯვა
loader

Breaking news

ცსკ-ის საბოლოო მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,22%-ით გაიმარჯვა

  • ცსკ-ის საბოლოო მონაცემებით ვლადიმირ ზელენსკიმ 7322-ით გაიმარჯვა

კიევი: უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელინსკიმ 73,22%-ით გაიმარჯვა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 24,45% მიიღო. 

ბიულეტენების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ზელენსკის ხმა მისცა 13,5-მა მილიონმა ამომრჩეველმა, პოროშენკოს კი 4,5 მილიონმა.

2019 წლის მონაცემებით, უკრაინის მთლიანი მოსახლეობა 42 მილიონია. მათგან ხმის მიცემის უფლება 35,6 მილიონ ადამიანს აქვს. ცსკ-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში 11 მილიონ ამომრჩეველს მონაწილეობა არ მიუღია.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე