კიევი: ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
მიწისქვეშა ბიძგები მთავარ კუნძულ ლუსონზე იგრძნობოდა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზამბალეს პროვინციაში, 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სტიქიამ დააზიანა ქვეყნის დედაქალაქ მანილის საერთაშორისო აეროპორტი. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, აეროპორტი 24 საათით დაიხურება.
ძლიერი ბიძგების შედეგად მანილაში ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადმოიღვარა. შენობის სიმაღლე 181 მეტრია.