ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივასტოკში დაჯავშნული მატარებლით ხვალ ჩავა
loader

Breaking news

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივასტოკში დაჯავშნული მატარებლით ხვალ ჩავა

  • ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივასტოკში დაჯავშნული მატარებლით ხვალ ჩავა

თბილისი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივასტოკში დაჯავშნული მატარებლით ხვალ ჩავა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს დილით კი ვლადივასტოკში ფხენიანიდან ორი თვითმფრინავით კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების თანამშრომლები ჩავიდნენ.

ამასთან, სამხრეთკორეული მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტის მოსამზადებლად უკვე ვლადივასტოკში იმყოფება.

"კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები ვლადივასტოკში, კუნძულ რუსკიზე 25 აპრილს გაიმართება. ეს რუსეთში კიმ ჩენ ინის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე