"უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი"
loader

Breaking news

"უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი"

  • უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი

თბილისი: ძალიან მოხარულები ვართ, რომ უკრაინელმა ხალხმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

"ორმა პრეზიდენტმა, ტუსკმა და იუნკერმა გაუგზავნეს მილოცვები უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს და იქაც, მილოცვაშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა გააგრძელოს, ხელი შეუწყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააღრმავოს ჩვენი ალიანსი. ასე რომ, გზავნილი ძალიან მკაფიოა და ძალიან პოზიტიური. ანუ, ჩვენთვის ეს არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე