კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის პროცედურა შეაჩერა
loader

Breaking news

კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის პროცედურა შეაჩერა

  • კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის პროცედურა შეაჩერა

კიევი: კიევის სასამართლომ 22 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის პროცედურა შეაჩერა. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიევის მიტროპოლიის სარჩელი დააკმაყოფილა.

2018 წლის ბოლოს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა მმართველი ცენტრი მდებარეობს რუსეთში, ვალდებული არიან, სახელწოდებაში კუთვნილება მიუთითონ. პირველ რიგში კი ეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხება.

როგორც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, სახელწოდების შეცვლას არ აპირებენ, ხელისუფლების ქმედებაში კი დანაშაულის ნიშნები შეინიშნება.

სახელწოდების შესაცვლელად კანონით 4 თვეა განსაზღვრული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე