ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
loader

Breaking news

ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

  • ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

კიევი: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

იანუკოვიჩის მიმართვას მისი შვილის პრესმდივანი, იური კირასირი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ ავრცელებს.

"გულწრფელად გილოცავთ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. უკრაინელებმა განდეს თქვენ ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში. მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი გახლეჩილი და რადიკალიზებულია როგორც არასდროს“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

იანუკოვიჩის აზრით, ახლა ვლადიმირ ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინაში მშვიდობის დამყარება და უკრაინელი ხალხის შერიგებაა.

"ქედს ვიხრი ბრძენი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელმაც გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა“, – წერს იანუკოვიჩი.

უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე