უკრაინის ცსკ-ის ინფორმაციით, არჩევნებში 11 მლნ უკრაინელს მონაწილეობა არ მიუღია
loader

Breaking news

უკრაინის ცსკ-ის ინფორმაციით, არჩევნებში 11 მლნ უკრაინელს მონაწილეობა არ მიუღია

  • უკრაინის ცსკ-ის ინფორმაციით არჩევნებში 11 მლნ უკრაინელს მონაწილეობა არ მიუღია

კიევი: უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 11 მლნ უკრაინელს მონაწილეობა არ მიუღია

"საარჩევნო სიაში დაფიქსირებულია 29 მლნ 646 458 ადამიანი. იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენები მიიღეს მეორე ტურში, 18 მლნ 403 085 შეადგინა. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 11 მლნ 243 373 ამომრჩეველმა", - აღნიშნულია ცსკ-ის ინფორმაციაში.

ამომრჩეველთა აქტივობამ 62% შეადგინა.

ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენკის ხმების 73% აქვს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე