პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
loader

Breaking news

პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

  • პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

თბილისი: პანკისის ხეობაში ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველთა დამატებითი ტექნიკა შეიყვანეს, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა.

მათ სპეცრაზმელების მიმართულებით ქვების და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს.

საპასუხოდ, სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზსს იყენებს. 

არიან დაშავებულები ორივე მხრიდან. დაზიანებულია სპეცტექნიკა და ავტომანქანები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე