შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა, მათ შორის 35 უცხოელია
loader

Breaking news

შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა, მათ შორის 35 უცხოელია

  • შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა მათ შორის 35 უცხოელია

თბილისი: შრი-ლანკაში სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა. დაშავებულია  თითქმის 500 ადამიანი.

იქამდე 160 დაღუპულისა და 360 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

დაღუპულებს შორის არიან უცხოელებიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 35 უცხოელი, მათ შორის აშშ-ის, ბრიტანეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები.

აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მაშინ მოხდა, როდესაც სააღდგომო მესა მიმდინარეობდა.

პარალელურად აფეთქება მოხდა სამ სასტუმროში.

შრი-ლანკაში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე