ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

  • ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული შ.ბ., ბინის გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე