სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს
loader

Breaking news

სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს

  • სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს

კიევი: სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პორტი რუსულ მხარეს ეკონომიკური მიზნებისთვის გადაეცემა.

"ვიმედოვნებთ, ერთი კვირის განმავლობაში კონტრაქტი გაფორმდება და ტარტუსის პორტი 49 წლით გადავა რუსეთის ბიზნესის ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ბორისოვმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის პორტის გადაცემის შეთანხმება მიღწეულია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკებების შედეგად.

ტარტუსში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედ რო საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე