კიევის სასამართლომ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა
loader

Breaking news

კიევის სასამართლომ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

  • კიევის სასამართლომ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

კიევი: კიევის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმერ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლო განხილვა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. 

კიევის სასამართლომ ზელენსკის ქმედებებში ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას კიევის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის დამკვირვებელი, "აქციონერთა უკრაინული ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ანდრეი ხილკო ითხოვდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე