მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 22 აპრილს გეგმავს
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 22 აპრილს გეგმავს

  • მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 22 აპრილს გეგმავს

კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში 22 აპრილს ჩავა.

ამის შესახებ FNI-ს სააკაშვილის გუნდიდან წყარომ აცნობა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კიევში ორშაბათს, დღის მეორე, "ბორისპოლის" აეროპორტში" უნდა ჩავიდეს, სადაც მას პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" მომხრეები დახვდებიან.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ზელინსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს, როდესაც ევროპაში უკრაინის დემოკრატიას იცავს.

"მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება“,- განაცხადა ზელენსკიმ არჩევნების პირველი ტურის დროს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 21 აპრილს გაიმართება. გამარჯვებას ვლადიმერ ზელისნკის უწინასწარმეტყველებენ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე