ცოლზე, სიდედრსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
loader

Breaking news

ცოლზე, სიდედრსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

  • ცოლზე სიდედრსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისი: გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის, სიდედრის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

"2019 წლის 20 აპრილს, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით  დ.ს.-ს  წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-2,ბ (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 126'-2,გ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ). 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს  ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დ.ს.,  რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  მეუღლეს,  ტ.პ.-ს  და სიდედრს- რ.ზ.-ს.

ამასთან,  საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნ.ს.,  რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რ.ზ.-ს  ხელიდან გამორთმევის შედეგად.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე