კიევი: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეიტინგი წლის დასაწყისიდან მინიმუმამდე დაეცა.
დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია.
"იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა", - აღნიშნულია კომპანია Ipsos-ს ინფორმაციაში, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის მიხედვით ტრამპის მუშაობას რესპონდენტთა 37% ემხრობა, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ 15 აპრილს ეს მაჩვენებელი 40% იყო.
მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო.