ვლადიმერ ზელენსკიმ გუნდის წევრები წარადგინა
loader

Breaking news

ვლადიმერ ზელენსკიმ გუნდის წევრები წარადგინა

  • ვლადიმერ ზელენსკიმ გუნდის წევრები წარადგინა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი გუნდი წარადგინა. გუნდის პრეზენტაცია ზელენსკიმ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ეს ადამიანები მის ადმინისტრაციაში იმუშავებენ.

ზელენსკის გუნდის წევრებს შორის არიან იურისტი რუსლა სტეფანჩუკი, რომელიც სამართლებრივ რეფორმაზე იმუშავებს; ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანიულიუკი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ივან აპარშინი, უკრაინაში ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ჯანდაცვის საკითხებზე იმუშავებს.

მისივე თქმით, მისი საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დონბასში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრორუსი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე