loader

Breaking news

პერუს ყოფილი პრეზიდენტი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

  • პერუს ყოფილი პრეზიდენტი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

კიევი: პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსიამ დაკავების დროს თავი მოიკლა. 

ალან გარსია ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი იყო. ის კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ალან გარსიას სახლში სამართალდამცველები მისი დაკავების მიზნით მივიდნენ, რა დროსაც ექსპრეზიდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.

გარსია პერუს პრეზიდენტის პოსტს 1985-1990 წლებში, ასევე 2006-2011 წლებში იკავებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე