"ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა"
loader

Breaking news

"ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა"

  • ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა

თბილისი: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანა რეგლამენტით შესაძლებელია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა დღის პირველ ნახევარში კანონპროექტის განხილვის დაწყება.

"ვენეციის კომისიის დასკვა იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა ყველა ადამიანისთვის და პრაქტიკულად უმრავლესობის ყველა წევრს ქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ამ დასკვას, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ  ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილდა პლენარულ სესიაზე განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხომ უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში და სწორედ ტექსტის ეს რედაქცია გვსურს და სჭირდება დეპუტატებს, რომ ჰქონდეთ, რომ უკვე ხვალ გავაგრძელოთ განხილვა იმ წერტილიდან, სადაც ტექსტში ასახული იქნება ეს რეკომენდაციები ძირითადად ამას უკავშირდება სხდომის განახლება ხვალ.  ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში არის რეგლამენტით შესაძლებელი მისი განხილვის დროს, შესაბამისად ის რეკომენდაციები რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა დღეს სწორედ პლენარულზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა ის რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ უკვე დღისპირველი ნახევრიდანვე კანონპროექტის განხილვა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე