"ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია"
loader

Breaking news

"ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია"

  • ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია

თბილისი: ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბესელია ხშირად ავლენს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და არაეთიკურად იქცევა.

"პოლემიკაში შესვლა არ მინდა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, პოლემიკაში შესვლა რამდენად სწორია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე