"ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს"
loader

Breaking news

"ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს"

  • ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს

თბილისი: "ქართული ოცნების" დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. 

"ზუგდიდი სანდრა რულოვსს  მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული ახლო  წარსულია, სადაცაა უსამართლობა,  დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. 

დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, წინსვლა და არა ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს არც დღეს და არც მომავალში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს", - განაცხადა ქვარაიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე