გუდაურში, თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს
loader

Breaking news

გუდაურში, თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს

  • გუდაურში თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს

თბილისი: "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია. ყინვასა და თოვლში ჩარჩენილი ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს. 

უამინდობის გამო, ავტობუსის ადგილიდან გადაადგილება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მგზავრებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადეს.  

მათივე ინფორმაციით, მგზავრებმა ავტობუსში დარჩენა გადაწყვიტეს და გზის გახსნას ელოდებიან.  ამ დროისთვის, გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება გზა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე