"ყველა დარღვევას ვაგროვებ და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ"
loader

Breaking news

"ყველა დარღვევას ვაგროვებ და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ"

  • ყველა დარღვევას ვაგროვებ და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ

თბილისი: დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებაზე საუბრობს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ.

"მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორემ შინაასრობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა, როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას, იცის, მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მცირე კამათი მოხდა. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე