"ხომ არ შეგეშინდა“ - "შიში თქვენსკენ მოიკითხეთ"
loader

Breaking news

"ხომ არ შეგეშინდა“ - "შიში თქვენსკენ მოიკითხეთ"

  • ხომ არ შეგეშინდა - შიში თქვენსკენ მოიკითხეთ

თბილისი: საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მცირე კამათი მოხდა.

ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

"ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა, მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტსთქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ. . .  ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

ეკა ბესელიას განცხადების შემდეგ, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და დეპუტატს მიმართა: „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ სიტყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას გადასცა, რის შემდეგაც ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა. „ხომ არ შეგეშინდა“,- მიმართა ბესელიამ კობახიძეს. „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“, – უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე