ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მანდატურებს დაუძახა
loader

Breaking news

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მანდატურებს დაუძახა

  • ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა პარლამენტის თავმჯდომარემ კი მანდატურებს დაუძახა

თბილისი: დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში განცხადების გაკეთებას ითხოვდა, რისი საშულებაც მას არ მიეცა.

მან პარლამენტოს თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შენობით მიმართა, რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა. კობახიძემ ბესელიას მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა.

"ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა, მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტსთქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ. . .  ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

ეკა ბესელიას განცხადების შემდეგ, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და დეპუტატს მიმართა: „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

ამის შემდეგ ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა გადაწყვიტა. ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე