ზაზა კედელაშვილსა და მანდატურის სამსახურის უფროსს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა
loader

Breaking news

ზაზა კედელაშვილსა და მანდატურის სამსახურის უფროსს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

  • ზაზა კედელაშვილსა და მანდატურის სამსახურის უფროსს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

თბილისი: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

შესვენების გამოცხადების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ზაზა კედელაშვილის პროტესტი გახდა.

დეპუტატი მანდატურის სამსახურის უფროსს დაუპირისპირდა, რაც რეგისტრაციის გავლის საკითხს ეხებოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.

"ზაზა კედელაშვილმა ჩათვალა, რომ შენიშვნა არასწორად მისცეს. მას ჰქონდა პრეტენზია მანდატურის სამსახურის უფროსის მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ დეპუტატები ერთმანეთის პულტებით გადიან რეგისტრაციას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე