პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება
loader

Breaking news

პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება

  • პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება

თბილისი: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ და ამ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები.

შეხვედრაზე ასევე მივიდა მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე