loader

Breaking news

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

  • სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

თბილისი: სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და კვიპროსის სახელმწიფო დელეგაციის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა კვიპროსის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა,  სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოს ანასტასიადისმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში პირველად სტუმრობს საქართველოს, სალომე ზურაბიშვილს კვიპროსის დელეგაცია წარუდგინა.

კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: ნეოფიტოს კონსტანტინუ დ ა ჯორჯ სტავრინუ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისის საქართველოს დელეგაცია გააცნო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი  მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ, ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებას. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე