ემანუელ მაკრონი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღვადგენთ
loader

Breaking news

ემანუელ მაკრონი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღვადგენთ

  • ემანუელ მაკრონი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღვადგენთ

კიევი: საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება.

15 აპრილს მომხდარი ხანძრის შესახებ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს ისაუბრა.

"ჩვენი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაცილებით ლამაზი იქნება და დიდი იმედი მაქვს, ამას ხუთ წლის განმავლობაში მივაღწევთ. ეს კატასტროფა უნდა გამოვიყენოთ გაერთიანების შესაძლებლობად. კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორები ვიყავით და როგორები უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები. ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასოდეს დასრულდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, თუმცა ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა მოქმედების დროა“, –  განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის 700 მილიონ ევრომდეა შეგროვებული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.  400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

დონალდ ტრამპი ემაუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა