დონალდ ტრამპი ემაუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა
loader

Breaking news

დონალდ ტრამპი ემაუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა

  • დონალდ ტრამპი ემაუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა

კიევი: დონალდ ტრამპი ემაუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა.

ამერიკულის მედიის ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ხანძრის შემდეგ აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, თეთრი სახლის ლიდერმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღდგენით სამუშაოებში დახმარებასთან დაკავშირებით მზადყოფნის შესახებ განაცხადა.

"ჩვენ დღეს საფრანგეთის მოსახლეობის გვერდით ვდგავართ და ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ყველანაირ დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს საათებში გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე