"შეიძლება გმირობა უნდა ჩამედინა და ვერ ჩავიდინე, მაგრამ უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ახლაც იგივეს გავაკეთებდი"
loader

Breaking news

"შეიძლება გმირობა უნდა ჩამედინა და ვერ ჩავიდინე, მაგრამ უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ახლაც იგივეს გავაკეთებდი"

  • შეიძლება გმირობა უნდა ჩამედინა და ვერ ჩავიდინე მაგრამ უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია ახლაც იგივეს გავაკეთებდი

თბილისი: "ყველა, ვინც ამ თემაში იყო გარეული, რეალურად, ახლა გაერთიანებული არიან მურუსიძის წინააღმდეგ და აღმოჩნდა, რომ 9 წლის განმავლობაში არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მურუსიძე ყოფილა პრობლემა“, - ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

მოსამართლემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცვლილი კანონებიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

"ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ახლა ერთხმად ლაპარაკობენ, რომ, თურმე, მთავარი პრობლემა ყოფილა მურუსიძეში, ყველანი პატიოსნები ყოფილან თურმე, ყველანი გამოსწორდა და თურმე, ბოლო რგოლი, რომ მარტო მანტია უნდა გამეხადა, საბოლოო ჯამში, რომ წინააღმდეგობა გამეწია და მანამდე, ვინც კანონი შეცვალა, ვინც მიიღო, ახლა ესენი ყველანი გაერთიანდა და სხვათა შორის, ადვოკატიც შეუერთდა მათ, ამ გირგვლიანის საქმეზე. მე არ მაქვს პრობლემა, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრობლემა იმაში მაქვს, რომ მურუსიძეს ნუ აბრალებთ“, - განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახლაც რომ იგივე მდგომარეობაში იყოს, ზუსტად ისევე მოიქცეოდა, როგორც წლების წინ, რადგან პროკურორმა ან დაცვის მხარემ უნდა მოითხოვოს ბრალის დამძიმება. 

"შეიძლება გმირობა უნდა ჩამედინა და ვერ ჩავიდინე, მაგრამ უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია", - აღნიშნა მან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე