"დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში"
loader

Breaking news

"დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში"

  • დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი როგორიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში

თბილისი: "დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში“, - ეს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

"დღევანდელი სასამართლო არის პირველ ადგილზე, ყველა გამოკითხვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე არის პირველ ადგილზე იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს, დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები, სადაც ევროკავშირის ჩვენ შევდივართ ოცეულში“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მურუსიძე ამბობს, რომ „დამოუკიდებლად მიიღო“ და არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს.

"მე ამ თემასთან დაკავშირებით არავითარი შეხება არ მაქვს, არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ ინსტანციაში. მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწვეტილებას იზიარებს ის მოსამართლე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას და აწერს ხელს. მე ვარ ლიდერი, ვიცავ სასამართლოს, რომ მოსამართლეს არავინ ჩაერიოს და შესაბამისად, მათ მიეცეთ ყველა ის საშუალება, რომ მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მურისიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე