"ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც ცდილობს, გააკეთოს კეთილი საქმე და სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო"
loader

Breaking news

"ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც ცდილობს, გააკეთოს კეთილი საქმე და სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო"

  • ჩვენი ეწ კლანი არის გუნდი რომელიც ცდილობს გააკეთოს კეთილი საქმე და სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო

თბილისი: ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობს, - ამის შესახებ ლევან მურუსიძემ გადაცემა "არჩევანში" სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კლანი, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეების თვალში აღიქმება როგორც დანაშაულებრივი ჯგუფი, რეალურად მუხლჩაუხრელად იბრძვის იმისთვის, რომ სასამართლომ უფრო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს და მოქალაქეებს სამართალი არ დაუკარგოს.

"კლანი, პატიოსანი ადამიანის თვალში აღიქმება, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფი, ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ამ 4-5 წლის მოღვაწეობის შედეგად, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა, ათასობით საქმე იხილება სასამართლოში და ხალხი სამართალს პოულობს. ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც ცდილობს, გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბუნებრივია ამ გუნდის წევრი არის ჩინჩალაძეც, ამ გუნდში მის გარდა არის სამასი კაცი. 300 კაცში ვგულისხმობ ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იბრძვის იმისთვის, რომ კონკრეტულ დარბაზში, როდესაც შედის მოსამართლე და კონკრეტულ საქმეს იხილავს, გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება, აი, ეს ეგრედ წოდებული კლანის წევრები, ცდილობენ რომ მოქალაქეებს სამართალი არ დაუკარგოს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე