"სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ“
loader

Breaking news

"სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ“

  • სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ

თბილისი: "კარგი იქნებოდა, ვთქვათ, რომ საერთოდ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა“, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ლევან მურუსიძის განცხადებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება. 

მისივე თქმით, ხარვეზები საქმეში იყო, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ ჩაედინა გმირობა და რეალურად ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა-არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიიღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე“, - განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლის თქმით, ის სისტემის მსხვერპლი არ ყოფილა

"სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ“, - აღნიშნა მურუსიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე