ფრანგი ბიზნესმენი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს
loader

Breaking news

ფრანგი ბიზნესმენი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

  • ფრანგი ბიზნესმენი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

თბილისი: ფრანგი ბიზნესმენი, "ლუი ვიტონის“ დამფუძნებელი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ ავრცელებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე