კიევი: ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო მზადყოფნას გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრანსუა-ანრი პინო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
ფრანსუა-ანრი პინო ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვებს.