loader

Breaking news

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩააქრეს

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩააქრეს

პარიზი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩამქრალია. პარიზის სახანძრო კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლის გაბრიელ პლიუსის განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

"ცხრასაათიანი მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, 400-მა პარიზელმა მეხანძრემ, საშინელი ხანძარი დაამარცხა. ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა“, – აღნიშნულია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში. 

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე