ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველი ფოტოები გავრცელდა
loader

Breaking news

ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველი ფოტოები გავრცელდა

  • ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველი ფოტოები გავრცელდა

თბილისი: ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველი ფოტოები გავრცელდა. ცეცხლს მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. მისი ლოკალიზება მხოლოდ დილით მოხერხდა.

ადგილზე 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა მუშაობდა. დაშავდა ერთი მეხანძრე.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.

ტაძარში იმყოფებოდა პრეზიდენტი მაკრონი მეუღლესთან ერთად, რომელმაც პირობა დადო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღირსეშანიშნაობა აღდგება. საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდში თანხის შეგროვება უკვე დაიწყო. 

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე