loader

Breaking news

"დაიწვა საფრანგეთს ისტორია, მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ტაძარს, რადგან ეს მათი ტაძარიცაა, ვინც ერთხელაც კი არ ყოფილა იქ"

  • დაიწვა საფრანგეთს ისტორია მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ტაძარს რადგან ეს მათი ტაძარიცაა ვინც ერთხელაც კი არ ყოფილა იქ

პარიზი: საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყველას ტაძარია, მათიც კი, ვინც ერთხელაც არ ყოფილა იქ. 

მისივე თქმით, დაიწვა თავად საფრანგეთის ისტორია.

"ჩვენ აღვადგენთ ტაძარს, რადგან საფრანგეთი ამას ელოდება, ეს ჩვენი ისტორია და ჩვენი ბედია", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან, სადაც ხანძარს ამ დრომდე აქრობენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია ქრისტეს ეკლის გვირგვინი – ერთ-ერთი მთავარი რელიკვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. პარიზის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე