loader

Breaking news

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი რელიქვიებს სავარაუდოდ, არ შეხებია

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი რელიქვიებს სავარაუდოდ არ შეხებია

თბილისი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი არსებულ რელიქვიებს სავარაუდოდ, არ შეხებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის პრესსპიკერმა ანდრე ფინომ განუცხადა.

ტაძარში არსებულ რელიქვიებს შორის არის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება, თუმცა სამართალდამცველების განცხადებით, მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ცეცხლს 400 მეხანძრე აქრობს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე